26 ივნისს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება. PACE-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დებატები დღის მეორე სესიაზე გაიმართება, რომელიც საქართველოს დროით 17:00 საათზე დაიწყება.
დებატების სახელწოდება შემდეგია: "საქართველოში პოლიტიკური დევნის წინაშე მყოფი პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდება".