საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გააკრიტიკა შეერთებული შტატების მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებული დარტყმები.
„ამ დარტყმებს არ აქვს ლეგიტიმურობის ჩარჩო, მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთი იზიარებს იმ მიზანს, რომ ირანი არ ფლობდეს ბირთვულ იარაღს” – განაცხადა მაკრონმა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, ქვეყანაში რეჟიმის ცვლილება უნდა იყოს ხალხის ნების შედეგი და არა ბომბების.
“მე მჯერა ხალხის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის… ამიტომ ვფიქრობ, რომ არ შეგვიძლია, ხალხის ადგილი დავიკავოთ მათი ლიდერების შესაცვლელად“, - განაცხადა მაკრონმა.