„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ოფისში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მივიდა.
სალომე ზურაბიშვილი მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს შეხვდა. პარტიის ოფისში ასევე იმყოფებიან ოპოზიციის წარმომადგენლები, კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერი ლევან ხაბეიშვილი, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, ასევე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია.
შეგახსენებთ, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერებს, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო და 8-8 თვით პატიმრობა მიუსაჯა .