საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მიზეზი, რის გამოც ევროკავშირმა და აშშ-მა სასწრაფოდ უნდა მიაქციონ ყურადღება საქართველოს, მაღალი დონის გეოპოლიტიკური საკითხია.
„მიზეზი, რის გამოც ევროკავშირმა და აშშ-მა სასწრაფოდ უნდა მიაქციონ ყურადღება საქართველოს, არა მხოლოდ დემოკრატია, ადამიანის უფლებები და ევროპული მომავალია. ეს ძალიან გეოპოლიტიკურია: მხოლოდ პროდასავლურ საქართველოს შეუძლია თავიდან აიცილოს მონოლითური ღერძი - რუსეთი-კავკასია-ირანი, რომელიც გააკონტროლებს შავ და კასპიის ზღვებს. SOS“, - წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.