ჩვენ დღეს საქართველოს საკითხსაც განვიხილავთ, ქვეყანაში ვითარება უარესდება. კვლავ დავდებ მაგიდაზე სანქციებს იმ ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოში ძალადობენ და ადამიანის უფლებებს არღვევენ, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, საქართველო სწორ გზაზე არ დგას.
დღეს საქართველოსთან დაკავშირებითაც ვიმსჯელებთ. როგორც უკვე ვთქვით, საქართველოში მდგომარეობა უარესდება და ჩვენ მოვლენების მრავალ განვითარებას ვუყურებთ. მე მოლაპარაკების მაგიდაზე ისევ დავაყანებ სანქციების საკითხს იმ პირების წინააღმდეგ, ვინც ძალადობას ახორციელებს და არღვევს ადამიანის უფლებებს საქართველოში. ასევე ვიმსჯელებთ, დამატებით რისი გაკეთება შეგვიძლია, რადგან საქართველო სწორ გზაზე არ დგას. უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით დეტალურად არ ვისაბრებთ, თუმცა დიახ, ეს ჩვენთვის ერთ-ერთი მექანიზმია", - თქვა კალასმა.
ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს. დახურულ კარს მიღმა მინისტრები 4 ძირითად საკითხზე მსჯელობენ: კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში, უკრაინის ომი და ირანში განვითარებული მოვლენები. დღის წესრიგში ჩასვეს საქართველოს საკითხიც.