ლიეტუვის ინიციატივით, ვთავაზობთ ექვს პუნქტს თუ როგორ გავაგრძელოთ მუშაობა საქართველოსთან დაკავშირებით, რადგან ქვეყანაში ჰუმანიტარული მდგომარეობა უარესდება და ახლა სწორი დროა ამის გასაკეთებლად, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კიასტუტის ბუდრისმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი განმარტებით, ლიეტუვის წინადადებას, ჩემს კოლეგებთან განვიხილავს.
„სამოქალაქო საზოგადოების დამატებითი მხარდაჭერიდან დაწყებული, საქართველოსთან არსებული სავიზო რეჟიმის გადახედვით დამთავრებული“, - აღნიშნა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ბრიუსელში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება, რომელზედაც, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს საკითხზეც იმსჯელებენ.