აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა სატელეფონო საუბრის დროს ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება განიხილეს. ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს.
„ლიდერებმა განიხილეს ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება და კიდევ ერთხელ დაადასტურეს ირანის ბირთვული პროგრამის მიერ საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის შექმნილი სერიოზული საფრთხე. ლიდერებმა განიხილეს აშშ-ის მიერ გუშინ ღამით საფრთხის შესამცირებლად გადადგმული ნაბიჯები და შეთანხმდნენ, რომ ირანს არასდროს უნდა მიეცეს ბირთვული იარაღის შექმნის უფლება“, – აღნიშნულია დაუნინგ სთრითის განცხადებაში.
ამასთან, ტრამპმა და სტარმერმა განიხილეს „ირანის მიერ მოლაპარაკებების მაგიდასთან რაც შეიძლება მალე დაბრუნების და ხანგრძლივი შეთანხმების მისაღწევად პროგრესის აუცილებლობა“.
განცხადების თანახმად, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში გააგრძელებენ მჭიდრო კონტაქტს.