აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ ამერიკული ძალების მიერ ირანის სამ ბირთვულ ობიექტზე - ფორდოზე, ნათანზსა და ისპაჰანზე - განხორციელებული დარტყმები „განსაცვიფრებელი წარმატება“ იყო.
მისი თქმით, კვირას ღამით პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით განხორციელებულმა დარტყმებმა სერიოზულად შეაფერხა თეირანის ბირთვული პროგრამა.
„ჩვენ გავანადგურეთ ირანის ბირთვული პროგრამა, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ოპერაცია არ იყო მიმართული ირანელი ჯარების ან ირანელი ხალხის წინააღმდეგ... პრეზიდენტ ტრამპის გაბედული და ხედვითი ლიდერობისა და ძალის მეშვეობით მშვიდობისადმი მისი ერთგულების წყალობით, ირანის ბირთვული ამბიციები განადგურდა,“ - განაცხადა ჰეგსეთმა ბრიფინგზე.