ზოგიერთი ქვეყანა მზადაა, ირანზე აშშ-ის მიერ ღამით განხორციელებული დარტყმების შემდეგ, თეირანს ბირთვული იარაღი გადასცეს. ამის შესახებ რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა განაცხადა.
„რიგი ქვეყნები მზად არიან ირანს პირდაპირ მიაწოდონ ბირთვული იარაღი“, -წერს მედვედევი.
მისი თქმით, ასეთი წარმატებებით, დონალდ ტრამპს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია არ ეღირსება.
ტრამპმა, რომელიც მოვიდა, როგორც მშვიდობისმყოფელი პრეზიდენტი, შეერთებული შტატებისთვის ახალი ომი დაიწყო.
მსოფლიოს ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა ისრაელისა და აშშ-ის ქმედებების წინააღმდეგია.
ასეთი წარმატებებით, ტრამპს ტრამპს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია არ ეღირსება, მიუხედავად ამ ნომინაციის თაღლითობისა. კარგი დასაწყისია, გილოცავთ, ბატონო პრეზიდენტო!“, - წერს მედვედევი.