საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის დარტყმებს გამოეხმაურა და ყველა მხარეს მოუწოდა, მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდნენ.
„ირანს არ უნდა მიეცეს ბირთვული იარაღის შექმნის უფლება. მოვუწოდებ ყველა მხარეს, უკან დაიხიონ, დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას და თავიდან აიცილონ შემდგომი ესკალაცია“, - წერს კალასი X-ში.