თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ (IRGC), „ყუდსის ძალების“ პალესტინის დანაყოფის მეთაური საიდ იზადი ყუმში, საცხოვრებელ სახლში მოკლეს.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანის ქალაქ ყუმზე ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა.
კაცის თქმით, იზადი „ჰამასს 7 ოქტომბრის თავდასხმამდე აფინანსებდა და აიარაღებდა“.
„უზარმაზარი მიღწევაა ისრაელის დაზვერვისა და საჰაერო ძალებისთვის, სამართლიანობა დაღუპულთა და გატაცებულთათვის. ისრაელის გრძელი ხელი ყველა მტერს მისწვდება“, - განაცხადა მინისტრმა.