საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარასკევს განაცხადა, რომ ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის განმავლობაში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები უნდა შეწყდეს, რომელიც მერვე დღეა მიმდინარეობს
მისი აზრით, თეირანმა უნდა აჩვენოს მზადყოფნა, დაუბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდას ბირთვული პროგრამის თაობაზე.
„რამდენიმე დღეა, საფრანგეთი ნათლად და მარტივად აცხადებს: ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმებს არანაირი გამართლება არ აქვს“, - განუცხადა მაკრონმა ჟურნალისტებს. იუწყება Reuters.