"ამასობაში საქართველოში რეჟიმმა ერთ დროს აყვავებული დემოკრატია რეპრესიულ ავტორიტარულ სახელმწიფოდ აქცია, რუსეთისა და ჩინეთის სრული მხარდაჭერითა და გამხნევებით. ბოლო პერიოდში აშშ-ს ელჩი გადადგა. დროა, ჩვენს ევროპელ მეგობრებთან ვიმუშაოთ საპასუხო ზომების მიღებაზე" - წერს X-ზე მაიკლ კარპენტერი, რომელიც აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსი დირექტორი იყო.
კარპენტერი ეხმაურება „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ პოსტს, რომელშიც ნათქვამია - „ივანიშვილი-კუპრაშვილის ანტიკორუფციულმა ბიურომ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების პერსონალური ინფორმაციის გამოთხოვის იურიდიულ საფუძვლებს შორის მიუთითა ევროპარლამენტში გაკეთებული განცხადებები, რაც სასამართლომაც დაუკმაყოფილა“.