ანუ, ევროპარლამენტში გამოსვლა, როცა შენი ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატია, პრობლემის შექმნაა? „ქართული ოცნება“ საქართველოში სტალინურ რეჟიმს ამყარებს“ - წერს ევროპარლამენტარი, ნატალი ლუაზო X-ზე.
ლუაზო ეხმაურება „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ პოსტს, რომელშიც ნათქვამია - „ივანიშვილი-კუპრაშვილის ანტიკორუფციულმა ბიურომ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების პერსონალური ინფორმაციის გამოთხოვის იურიდიულ საფუძვლებს შორის მიუთითა ევროპარლამენტში გაკეთებული განცხადებები, რაც სასამართლომაც დაუკმაყოფილა“.
.