საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის X საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა -ტენდენციები და გამოწვევები“ 2025 წლის 25-27 სექტემბერს გაიმართება და მეფე ვახტანგ VI-ის დაბადებიდან 350 წლისთავს მიეძღვნება.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთა თეზისების მიღება დაწყებულია და 2025 წლის 26 ივლისამდე გაგრძელდება. სამეცნიერო ღონისძიება განკუთვნილია აკადემიური ხარისხის მქონე პირების, მაგისტრებისა და დოქტორანტებისთვის. კონფერენციის მიზანი სამეცნიერო სიახლეების თავმოყრა; ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შორის მჭიდრო სამეცნიერო კავშირების სტიმულირება; ინტერდისციპლინური და ინტერკულტურული კვლევების ხელშეწყობაა. კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებებია: ფილოლოგია; ისტორია, წყაროთმცოდნეობა, არქივთმცოდნეობა, ეთნოლოგია, ანთროპოლოგია; ხელოვნებათმცოდნეობა; კულტუროლოგია; ციფრული ესთეტიკა და დიზაინი; ციფრული არქივები და მონაცემთა ბაზები; კონსერვაცია-რესტავრაცია.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ კონფერენციის გვერდზე: https://archive.gov.ge/ge/x-saertashoriso-konferentsia-1