ისრაელმა ირანში მდებარე არაკის მძიმე წყლის რეაქტორზე იერიში მიიტანა. როგორც ირანში აცხადებენ, თავდასხმის შედეგად რადიაციის საფრთხე არ არსებობს.
არაკის მძიმე წყლის რეაქტორზე თავდასხმა ოფიციალურად დაადასტურა ისრაელმა.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ რეაქტორი მაღალი შემცველობის პლუტონიუმის წარმოებისთვის შეიქმნა, რომელიც ბირთვული იარაღის დასამზადებლად გამოიყენება.
„დარტყმის სამიზნე პლუტონიუმის წარმოებისთვის განკუთვნილი კომპონენტი იყო, რათა თავიდან აგვეცილებინა რეაქტორის აღდგენა და ბირთვული იარაღის შესაქმნელად გამოყენება“, – ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე ისრაელმა გააფრთხილა მოსახლეობა, რომ ობიექტზე თავდასხმას აპირებდა და მათ ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა.