ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმა წერილით მიმართა გაეროს უშიშროების საბჭოს, სადაც ნათქვამია, რომ ირანს ისრაელის გასანადგურებლად "სტრატეგიული გეგმა" აქვს.
წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ისრაელს გადაწყვეტილი აქვს, დაიცვას საკუთარი თავი.
"ირანს ისრაელის განადგურების სტრატეგიული გეგმა აქვს. ისრაელი ვერ და არ მიიღებს განადგურების მუქარას", - დაწერა საარმა სოციალურ ქსელში, სადაც გაეროში გაგზავნილი წერილის ასლი გამოაქვეყნა.
"ისრაელის თავდასხმა ირანზე დაიწყო თეირანის ბირთვული იარაღის პროგრამის კრიტიკული განვითარების შემდეგ და მიზნად ისახავდა ირანის დამატებითი სარაკეტო და და პროქსი თავდასხმების მყისიერი საფრთხის აღკვეთას.
თავდასხმის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა როგორც უკიდურესი ზომა", - ნათქვამია წერილში.