ისრაელმა ირანის ბირთვულ და სამხედრო ობიექტებზე დარტყმები განახორციელა. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა ეფი დეფრინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრესსპიკერმა ასევე ისაუბრა ირანის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ახალი ხელმძღვანელის, ალი შადმანის ლიკვიდაციაზეც, რომელიც დღეს განხორციელდა.
„ისლამური თავდაცვის ძალებმა მოკლა ალი შადმანი, რეჟიმის გენერალური შტაბის ხელმძღვანელი. შადმანი ამ თანამდებობაზე მხოლოდ ოთხი დღის განმავლობაში იმყოფებოდა, ვიდრე მას იგივე ბედი ეწია, რაც მის წინამორბედს“, - თქვა დეფრინმა.
ამასთან, დეფრინმა აღნიშნა, რომ ისრაელი „მრავალი ფრონტიდან საფრთხეების წინაშე დგას“.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვმუშაობთ ირანიდან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ, ჩვენ კვლავ ვებრძვით მათ მარიონეტულ ორგანიზაციას, ჰამასს, ღაზაში“, - თქვა მან.
მისი თქმით, „ჰამასს“ კვლავ 53 მძევალი „სასტიკ პირობებში“ ჰყავს აყვანილი.
„ჩვენ არ მოვისვენებთ, ვიდრე ისინი სახლში არ დაბრუნდებიან“, - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა.