უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კანადაში „დიდი შვიდეულის“ სამიტზე დასასწრებად ჩავიდა.
დონალდ ტრამპმა, რომელთანაც ორმხრივი შეხვედრა იყო დაგეგმილი, სამიტი დაგეგმილზე ადრე დატოვა.
ზელენსკი კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის შეხვდება.
მთავარი მოვლენა იქნება უკრაინის პრეზიდენტის მონაწილეობა G7-ის ლიდერების სპეციალურ შეხვედრაში სახელწოდებით „ძლიერი და სუვერენული უკრაინა“, რომელიც ერთ საათს გაგრძელდება.
ზელენსკი ასევე მრავალმხრივ შეხვედრას გამართავს საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, იტალიისა და გერმანიის ლიდერებთან.
გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტი ასევე გეგმავს ორმხრივი მოლაპარაკებების გამართვას იაპონიის პრემიერ-მინისტრთან, ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან, ბრაზილიის პრეზიდენტთან და ინდოეთის პრემიერ-მინისტრთან.
ზელენსკი ასევე გეგმავს მოკლე ერთობლივ შეხვედრას ევროკავშირის ლიდერებთან - ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ანტონიო კოშტასთან და ევროკომისიის პრეზიდენტთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან.