რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ ბოლო მასშტაბურ თავდასხმას ეხმიანება და აცხადებს, რომ რუსეთი ამას განზრახ აკეთებს, „დიდი შვიდეულის“ სამიტის დროს.
მინისტრმა განაცხადა, რომ ასობით დრონი და რაკეტა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ იყო მიმართული. განსაკუთრებით მძიმედ დაზარალდა კიევი.
„პუტინი ამას განზრახ აკეთებს, ზუსტად 'დიდი შვიდეულის' სამიტის დროს. ის უგზავნის უპატივცემულობის სიგნალს შეერთებულ შტატებსა და სხვა პარტნიორებს, რომლებმაც მკვლელობების დასრულებისკენ მოუწოდეს.
„რუსეთი არა მხოლოდ უარყოფს ცეცხლის შეწყვეტას ან ლიდერების შეხვედრას გადაწყვეტილებების მოსაძებნად და ომის დასასრულებლად. ის ცინიკურად ესხმის თავს უკრაინის დედაქალაქს და ამავდროულად, თითქოს დიპლომატიური გადაწყვეტილებების ძიებაშია“, - აღნიშნა სიბიჰამ.
17 ივნისის ღამეს რუსებმა უკრაინას დრონებითა და რაკეტებით შეუტიეს. კიევში დაღუპულია 14 ადამიანი.