ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ირანის ხელთ არსებული 120-ზე მეტი სარაკეტო გამშვები დანადგარი გაანადგურეს, ირანელების რაკეტების საერთო რაოდენობის მესამედია. რაც ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა ეფი დეფრინმა განაცხადა.
„ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანის რეჟიმის ყველა სარაკეტო გამშვები მოწყობილობის დაახლოებით მესამედი გაანადგურა“, - განაცხადა მან ბრიფინგზე.
ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ისრაელის სამხედრო ძალებმა ისპაჰანში 100-ზე მეტ სამხედრო სამიზნეს დაარტყა და 20-ზე მეტი ირანული „მიწა-მიწა“ ტიპის რაკეტა გაანადგურა.
შეგახსენებთ, დეფრინმა ასევე განაცხადა, რომ ისრაელმა თეირანზე სრულ საჰაერო კონტროლს მიაღწია.