ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, საიდ ხათიბზადემ განაცხადა, რომ ისრაელმა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ შენობას დაარტყა.
„ისრაელის კრიმინალურმა რეჟიმმა განზრახ და სასტიკი თავდასხმა განახორციელა საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ შენობაზე, რომელიც პოლიტიკური და საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის პირდაპირ მდებარეობს“, - დაწერა მან X-ში.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, ისრაელის თავდასხმის შედეგად რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.
ხათიბზადემ აღნიშნა, რომ თავდასხმა თეირანში პოლიტიკური და საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტზეც განხორციელდა.
ისრაელის მხარეს ამ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.