ირანმა ისრაელის მიმართულებით ახალი შეტევა დაიწყო. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებენ.
ისრაელის თავდაცვის ძალები მოქალაქეებს თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდებენ.
შაბათს გვიან ღამით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ მათ ირანიდან გასროლილი რაკეტები ჰაიფას რაიონში ჩამოაგდეს.
ამავდროულად, CNN-ის ჟურნალისტმა განაცხადა, რომ შაბათს გვიან ღამით, იერუსალიმის თავზე რაკეტები დააფიქსირა.
ამასთან, ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ისრაელის მიმართულებით 100 რაკეტა გაისროლეს.