მინესოტის შტატის წარმომადგენელთა პალატის წევრი მელისა ჰორტმანს და მის მეუღლეს შაბათს, გამთენიისას, საკუთარ სახლში მოკლეს, ასევე საკუთარ სახლში დაჭრეს შტატის სენატორი ჯონ ჰოფმანი და მისი მეუღლე .
ამის შესახებ შატატის გუბერნატორი რიმ უოლი აცხადებს იუწყება ABC News
ხელისუფლების ცნობით, ამჟამად მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი ოპერაცია თავდამსხმელის დასაკავებლად, რომელმაც თავი მსვერპლებს პოლიციელად წარუდგინა.
თავდამსხმელმა კარზე დააკაკუნა და დაზარალებულებს სახლიდან გამოსვლა მოსთხოვა, რის შემდეგაც ცეცხლი გახსნა.
დემოკრატი კონგრესმენი მელისა ჰორტმანი და მისი მეუღლე დაიღუპნენ თავდასხმის დროს, რომელსაც გუბერნატორმა უოლზმა „პოლიტიკურად მოტივირებული მკვლელობა“ უწოდა.
სენატორ ჯონ ჰოფმანს და მის მეუღლეს, რომლებიც ასევე დემოკრატები არიან, რამდენჯერმე ესროლეს, მათ ოპერაციას ჩაუტარდათ. როგორც იუწყებიან, დაჭრილების მდგომარეობა მძიმეა .
გუბერნატორ უოლცის პირდაპირი პასუხი: „ჩვენ ფრთხილი ოპტიმიზმით ვართ განწყობილნი, რომ ისინი ამ მკვლელობის მცდელობას გადაურჩებიან“.
ინციდენტები შაბათს მინესოტას შტატში, ჩამპლინსა და ბრუკლინის პარკებში მოხდა.
შემთხვევის ადგილები ერთმანეთისგან დაახლოებით 8 მილის დაშორებით, მინეაპოლისის ჩრდილოეთით, ჩამპლინსა და ბრუკლინის პარკში მდებარეობს. ჰოფმანიც და ჰორტმანიც დემოკრატიული პარტიის წევრები არიან.
მელისა ჰორტმანი ადრე მინესოტის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თანამდებობას იკავებდა.