აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი დაუყოვნებლივ უნდა დათანხმდეს ბირთვულ შეთანხმებას, რათა თავიდან აიცილოს შემდგომი ნგრევა და მსხვერპლი შესაძლო თავდასხმების შედეგად. ამის შესახებ ტრამპი Truth Social-ში წერს.
თავის პოსტში ტრამპი აღნიშნავს, რომ მან „ირანს მისცა შანსი“ შეთანხმების მისაღწევად და შესაძლო შედეგების შესახებ აფრთხილებს.
„მე ირანს შეთანხმების მიღწევის შანსი მივეცი, ვუთხარი : „უბრალოდ გააკეთეთ ეს“, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ძლიერ შეეცადნენ, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ახლოს იყვნენ, უბრალოდ ვერ შეძლეს ამის გაკეთება. უკვე ბევრი სიკვდილი და ნგრევა მოხდა, მაგრამ ჯერ კიდევ არის დრო, რომ ეს ხოცვა-ჟლეტა შეწყდეს, რადგან შემდეგი დაგეგმილი თავდასხმები კიდევ უფრო სასტიკი იქნება. ირანმა უნდა დადოს შეთანხმება, ვიდრე ყველაფერი განადგურდება და გადაარჩინოს ის, რაც ოდესღაც ირანის იმპერიის სახელით იყო ცნობილი. აღარ იყოს სიკვდილი, აღარ იყოს ნგრევა, უბრალოდ გააკეთეთ ეს, სანამ ძალიან გვიან არ არის. ღმერთმა დაგლოცოთ ყველა!“ - წერს ტრამპი.