საქართველოს მთავრობა დღეს ბათუმის მერიისთვის მრავალწლიანი სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ იმსჯელებს.
მრავალწლიანი პროექტის თანახმად, ბათუმის მერიამ ახალი ალფაბეტური კოშკის სამშენებლო და კოშკის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოების შეზღუდულ ვადებში უნდა განახორციელოს.
მრავალწლიანი პროექტის ბიუჯეტი კი 60 მლნ. ლარს შეადგენს.
გარდა ამისა, ბათუმის მერია წლის განმავლობაში ქალაქ ისტორიული უბნებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისათვის 8 მლნ. 250 ათას ლარს დახარჯავს.
აღნიშნული თანხიდან, 120 ათასი ლარი ქუჩების რეკონსტრუქციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისათვის დაიხარჯება.