„ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანი, გიორგი ბარამიძე კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ლიდერს სოლიდარობას უცხადებს.
ბარამიძის თქმით, “რეჟიმმა შეიძლება კიდევ ერთი კრიმინალური ნაბიჯი გადადგას მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ“.
დღეს ასევე იმართება ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი, მორიგი სამარცხვინო პროცესი ამ რეჟიმის მიერ ინიციირებული, რადგან ის არ გამოცხადდა არალეგიტიმურ პარლამენტში, ივანიშვილის მიერ შექმნილ ღალატის კომისიაში. მეც იქ უნდა ვყოფილიყავი, უბრალოდ სასამართლო პროცესი დაემთხვა პრეზიდენტ სააკაშვილის. ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ნიკა გვარამიას და ვუსურვებთ მას მხნეობას. ჩვენ ვიცით, რომ ამ რეჟიმმა შეიძლება კიდევ ერთი კრიმინალური ნაბიჯი გადადგას მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ, ამიტომ ჩვენ ვართ ნიკა გვარამიას გვერდით, ისევე როგორც ვართ ყველა პოლიტიკურად დევნილი და შევიწროებული ადამიანის გვერდით.” - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.