აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ძალიან იმედგაცრუებულია არა მხოლოდ რუსეთის, არამედ უკრაინის გამოც.
ჟურნალისტებთან საუბრისას ამერიკის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ისაუბრა ომში მიყენებულ დიდ დანაკარგებზე და აღნიშნა, რომ მხარეებს შეეძლოთ შეთანხმებისთვის მიეღწიათ.
ამავდროულად, ის დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი ომის დასრულებას შეძლებს.
„მე ძალიან ახლოს ვარ ამ სიტუაციასთან. ძალიან იმედგაცრუებული ვარ რუსეთით, მაგრამ ასევე იმედგაცრუებული ვარ უკრაინით, რადგან ვფიქრობ, რომ შეთანხმებების მიღწევა შეიძლებოდა. ისინი კვირაში ხუთიდან ექვს ათასამდე ადამიანს კარგავენ - ძირითადად ჯარისკაცებს, ასევე მშვიდობიან მოსახლეობას, რადგან ქალაქებს კვლავ რაკეტებს ესვრიან“.
როგორია სახლში ცხოვრება და იმის ფიქრი, რომ საღამოს რაკეტა შეიძლება შენს შენობას დაეჯახოს?
საშინელებაა. ასეთ პირობებში ცხოვრება საშინელებაა. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამას გადავლახავთ. უბრალოდ, იმედგაცრუებული ვარ, რომ ჯერ ვერ დავასრულეთ“, - განაცხადა ტრამპმა.