უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის დანაყოფები რუსეთის ძალებს სუმის ოლქში თანდათან უკან დახევას აიძულებენ. ამის შესახებ მან თავის მიმართვაში განაცხადა.
„სუმის რეგიონში ჩვენი დანაყოფები აიძულებენ ოკუპანტებს უკან დახევისკენ. მადლობა მათ! მადლობა ჩვენს თითოეულ ჯარისკაცს, სერჟანტს და ოფიცერს ამ შედეგისთვის. თითოეულ დანაყოფს,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ თავდაცვის მინისტრთან, რუსტემ უმეროვთან განიხილა მოლაპარაკების საკითხები და უკრაინის თავდაცვისა და სამხედრო მრეწველობის დაფინანსება.
„ჩვენი წარმომადგენლების ყველა დონისთვის მკაფიო ამოცანა: ჩვენ გვჭირდება, პარტნიორებს ესმოდეთ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ნამდვილად მუშაობს. ნამდვილად მუშაობს მაშინ, როდესაც რუსეთის ხელისუფლების მიერ ამ სანქციებთან ადაპტაციას ასწრებენ. სანქციები ნავთობის წინააღმდეგ, ყველა რუსული ბანკისა და მთელი ფინანსური სექტორის წინააღმდეგ, სანქციები ფიზიკური და იურიდიული პირების წინააღმდეგ, რომლებიც ეხმარებიან რუსეთს მსოფლიო ზეწოლასთან ადაპტირებაში“, – განაცხადა ზელენსკიმ.