ვიკა ბუკიას სასამართლო პროცესი გადაიდო. მოსამართლემ სხდომა 18 ივნისს ჩანიშნა.
დღეს, 12 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-მდე აქტივისტი და ჟურნალისტი დაიბარეს. ყველა მათგანს „ქართული ოცნების“ დეპუტატებისათვის ფეისბუქზე შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან.
აქტივისტებსა და ჟურნალისტებს, ასევე პოლიტიკოსებს შს სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-16 პრიმა მუხლის დარღვევას ედავება, რომელიც პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ 1500 ლარიდან - 4000 ლარამდე ჯარიმას, ან ადმინისტრაციული პატიმრობას 45 დღემდე ვადით ითვალისწინებს.