“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ბრიუსელის ფორუმის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პირად წარმომადგენელს უკრაინაში, გენერალ კიტ კელოგს და საფრანგეთის მინისტრს ევროპულ საკითხებში, ბენჟამინ ჰადადს შეხვდა.
"ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახურის ცნობით, თინა ბოკუჩავა ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში თიბა ბოკუჩავა დონალდ ტრამპის წარმომადგენელს უკრაინაში, გენერალ კიტ კელოგს და საფრანგეთის მინისტრს ევროპის საკითხებში, ბენჟამინ ჰადადს შეხვდა;
“დღეს არის ბრიუსელის ფორუმის მეორე და შემაჯამებელი დღე. პანელზე გამოდიოდნენ გენერალი კიტ კელოგი, რომელიც ტრამპის პირადი წარმომადგენელია უკრაინაში და ვესაუბრეთ საქართველოს მნიშვნელობაზე, რომ საქართველო უნდა იყოს მშვიდობის ნაწილი. საქართველოს დემოკრატიული პროევროპული, პროამერიკული არჩევანი აუცილებლად უნდა იყოს რეალიზებული. ასევე ვესაუბრეთ ბენჟამინ ჰადადს, საფრანგეთის მინისტრს ევროპის საკითხებში, ვაიმერის საკითხების მნიშვნელობაზე, მაღალი დონის ჩართულობაზე იმისთვის, რომ მივიღოთ ახალი თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები, გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი და საქართველო დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას.” - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.