საქართველოსთან დაკავშირებით გაფართოების პროცესი ჩიხშია შესული, რაც სამწუხაროა და ვშიშობ, რომ საქართველოსთვის ეს ისტორიული შანსი შეიძლება დაიკარგოს, - ამის ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ თბილისში, ჟურნალისტებს განუცხადა.
შეკითხვაზე, რა შეიძლება კრიზისიდან გამოსავალი იყოს, ელჩმა უპასუხა, რომ „დიალოგია საჭირო“.
„ჩემს საქმეს არ წარმოადგენს ის, რომ რომელიმე პარტიას ვუთხრა რა გააკეთოს ან რა არ გააკეთოს. რისი ხილვაც ნამდვილად მსურს, არის ის, რომ ქართველებს შორის საუბარი შედგეს, საჭიროა დიალოგი და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია გაიმარჯვებს, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის მომხრე ყველა პოლიტიკური ძალა ამას ეროვნულ პრიორიტეტად მიიჩნევს. ვიმედოვნებ, რომ არსებული განსხვავებების დაძლევა მოხდება და საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე დაბრუნდება, რადგან გაფართოების პროცესი წინ მიიწევს. ეს ევროკომისიის პრიორიტეტს წარმოადგენს. უკრაინასა და მოლდოვასთან მიმართებაში ჩვენ წინ მივიწევთ, საქართველოსთან დაკავშირებით ეს პროცესი ჩიხშია შესული, რაც სამწუხაროა და ვშიშობ, რომ საქართველოსთვის ეს ისტორიული შანსი შეიძლება დაიკარგოს“, - აღნიშნა ჰერჩინსკიმ.