გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი კიევში ხუთშაბათს, 12 ივნისს ჩავიდა. იუწყება სააგენტო dpa.
ვიზიტის დროს ის უკრაინის ლიდერებთან ქვეყანაში არსებული ვითარების, ასევე დამატებითი სამხედრო დახმარების განხილვას გეგმავს.
ვიზიტის წინ პისტორიუსმა განაცხადა: „ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ უკრაინის მხარდასაჭერად, რათა მან შეძლოს თავის დაცვა და აღმოჩნდეს ისეთ მდგომარეობაში, რომლიდ დროსაც რუსეთი მზად იქნება სერიოზული მოლაპარაკებებისთვის“, - განაცხადა პისტორიუსმა.
4 ივნისს, ბრიუსელში, უკრაინის საკითხზე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრამდე გამოსვლისას, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ ქვეყნის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების ინიციატივას, სახელწოდებით „დაუყოვნებელი მოქმედება საჰაერო თავდაცვის შესახებ“.
გარდა ამისა, პისტორიუსმა გამოაცხადა იმ ქვეყნების ჯგუფის გაფართოება, რომლებიც უკრაინის ელექტრონული ომის შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე მუშაობენ.
გერმანიის თავდაცვის მინისტრის თქმით, ამ ჯგუფში გაწევრიანება ბელგიას, ესტონეთს, იტალიას, შვედეთსა და თურქეთს სურთ.
კოალიციის მიზნებია უკრაინისთვის კომუნიკაციისა და დაზვერვის ჩატარების შესაძლებლობის უზრუნველყოფა, ასევე რუსეთის შეიარაღებული ძალების კომუნიკაციებისთვის ხელის შეშლა და უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმების აღკვეთა.
„რუსეთი აგრძელებს უკრაინაზე მასირებული საჰაერო თავდასხმების განხორციელებას, დრონებითა და ფრთოსანი რაკეტებით თავდასხმების რაოდენობა უზარმაზარია. ყოველდღიურად, ამ თავდასხმების შედეგად, უდანაშაულო უკრაინელები იღუპებიან ან ზიანდებიან“, - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.