პოლონეთი, სავარაუდოდ, აპირებს ნაწილობრივი კონტროლი დააწესოს გერმანიასთან საზღვარზე, თუკი გაგრძელდება მიგრანტების რაოდენობის ზრდა. ამის შესახებ პოლონელ კანონმდებლებს პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განუცხადა.
პოლონეთის პრემიერის თქმით, საჭირო უმრავლესობას ქმნის, რათა შეზღუდოს ან შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა, მათ შორის საქართველოსთან.
"ჩვენ ვაგროვებთ საჭირო უმრავლესობას, რათა საქართველოს შევუზღუდოთ ან შევუჩეროთ უვიზო მიმოსვლა, სხვებთან ერთად. დიახ, ეს ჩემი მიზანია იმის გათვალისწინებით, რომ ქართველების მესამედი არის ხალხი, რომელსაც სურს ჩვენი ღირებულებების გაზიარება, თუმცა ვიცით, პრობლემა რაშიც მდგომარეობს. საქმე მხოლოდ საქართველოს არ ეხება - ბოდიშს ვუხდი ქართველებს, რომლებიც შეიძლება განაწყენებულები იყვნენ - ზოგადად, მე ვარ იმ ქვეყნებისთვის უვიზო მიმოსვლის შეზღუდვის მტკიცე მომხრე, რომლებიც, როგორც საქართველოს შემთხვევაში, აღარ სცემენ პატივს სტანდარტებს, ან ავტორიტარული ხელისუფლების კუთხით, ან საიდან მიგრაციაც პირდაპირი საფრთხეა ჩვენს ქვეყანაში კანონისა და წესრიგისთვის.", - თქვა ტუსკმა.
მიგრაციის პრობლემაზე საუბრისას ტუსკმა ასევე აღნიშნა, რომ მისი მთავრობა ქვეყნიდან ყოველდღიურად აძევებს კრიმინალებს.
"ბოლო ქართველი კრიმინალების დეპორტაცია 4 დღის წინ [მოხდა], როდესაც დანაშაულებრივ აქტივობებში ეჭვმიტანილი 50 ქართველი ქვეყნიდან გავაძევეთ". - თქვა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.