კოსოვო დათანხმდა აშშ-დან დეპორტირებული მიგრანტების მიღებას. ამის შესახებ Reuters იუწყება
დაგეგმილია, რომ თავდაპირველად კოსოვო წელიწადში 50 დეპორტირებულს მიიღებს.
„მთავრობამ გამოთქვა მზადყოფნა მონაწილეობა მიიღოს შემოთავაზებული ჯგუფიდან პირების შერჩევის შესაძლებლობით, იმ პირობით, რომ ისინი დააკმაყოფილებენ კანონის უზენაესობასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებულ გარკვეულ კრიტერიუმებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ასევე დღეს The Washington Post -მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ, მთავრობების ინფორმირების გარეშე, შესაძლოა, გუანტანამოს სამხედრო ბაზაზე აშშ-ში არალეგალურად მყოფი ათასობით უცხოელის გადაყვანოს პროცესი დაიწყოს.