რუსეთმა და შეერთებულმა შტატებმა მიიღეს წინასწარი გადაწყვეტილება, კონსულტაციები მოსკოვსა და ვაშინგტონში გადაიტანონ. მოლაპარაკებები რუსეთის დედაქალაქში „უახლოეს მომავალში“ გაიმართება. ამის შესახებ აშშ-ში რუსეთის ელჩმა ალექსანდრ დარჩიევმა განაცხადა.
„მნიშვნელოვანია, რომ წინსვლა იყოს, თუმცა ის სრულიად შექცევადია და იზომება ისეთი ხელშესახები შედეგით, როგორიცაა მიმდინარე წლის 10 აპრილს სტამბოლში კონსულტაციების ბოლო რაუნდის დროს მიღებული წინასწარი გადაწყვეტილება მათი დედაქალაქებში გადატანის შესახებ“, - განაცხადა დარჩიევმა.
მისი თქმით, რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების გაჯანსაღებამდე ჯერ კიდევ შორია.
„მე უკვე ვთქვი, რომ რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების გაჯანსაღებამდე ჯერ კიდევ შორია, თავად პროცესი რთულად მიმდინარეობს და მას ანელებენ არა მხოლოდ თეთრი სახლის ოპონენტები „დიფ სთეითის“ სახით, არამედ „ქორებიც“ კონგრესში, სადაც ჩამოყალიბდა სტაბილური ანტირუსული ლობი“, – უპასუხა დარჩიევმა.