მილანში საკონსულო, რომლის "გახსნის" ცერემონია გუშინ შედგა, 2023 წლიდან ფუნქციონირებს, ინფორმაციას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ავრცელებს და ირაკლი კობახიძეს ხალხის ფულის ფლანგვაში ადანაშაულებს.
"ასეთი რამ დიპლომატიას არ ახსოვს !!!
მილანში საკონსულო ოპერირებს 2023 წლის 24 ნოემბრიდან და კონსული ნატალია კორძაია დანიშნულია 2023 წლის სექტემბრიდან! ვადაგასული “გახსნის” ცერემონია თან ნახევარი ე.წ. მთავრობის მონაწილეობით და ზარზეიმით, მგალობელთა გუნდის ჩაყვანით ესე იგი სერიოზული ხარჯებით, რითი უნდა აიხსნას?
ერთი იმით რომ აჩვენონ ხალხს, რომ მათზე სანქციები არ @@მუშაობს და სადაც უნდათ ჩადიან და შოპინგობენ.
მეორე, რომ არ ადარდებთ დიპლომატიური იზოლაცია ( მაგრამ ნებისმიერი სურათი თუ ხელისჩამორთმევა მათთვის უკვე სანატრელი და ფასდაუდებელი გახდა და აფრიალებენ ამ სურათებს, ამიტომ).
ყველაფერი მოკლედ იმისთვის იმართება, რომ პოტიომკინის სოფელი არ იყოს, დაარწმუნონ მოსახლეობა რომ ყველაცერი კარგად და ძველებურად გრძელდება! რომ სახელმწიფოს წარმოადგენენ და სახელმწიფოსავით მოქმედებენ! მილანში მთელ პოლიტბიუროს გამგზავრებას ეს რომ შეეძლოს", - წერს სალომე ზურაბიშვილი.