უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის უნგრულ მედიასთან ინტერვიუს, რომელშიც მან, ბუდაპეშტი უკრაინის შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ზელენსკი „ჩვენ თავს დაგვესხა, რადგან უნგრელებს უკრაინისთვის სიკვდილი არ სურთ“.
„ჩვენ არ გვინდა, რომ ჩვენი შვილები ფრონტიდან კუბოებით დაბრუნდნენ და უნგრული ფული უკრაინაში წავიდეს!“ - თქვა ორბანმა.
უნგრულ პორტალ Válasz Online -თან ინტერვიუში ზელენსკიმ განაცხადა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის თემას საპარლამენტო არჩევნების წინ თავისი ინტერესებისთვის იყენებს.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ უნგრეთის ხელისუფლებამ „ათობით სხვადასხვა გზით“ სცადა უკრაინის საქმეებში ჩარევა, თუმცა ამ საქმეების უმეტესობა კერძო მოლაპარაკებებით გადაწყდა.
უნგრეთის მთავრობამ, ამაზე უპასუხა და განაცხადა, რომ ზელენსკი, სავარაუდოდ, ღიად ეწევა უნგრეთის ოპოზიციური პარტია „ტისას“ სასარგებლოდ კამპანიას და უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ უკრაინის ევროკავშირში წევრობა უნგრეთის ეროვნულ ინტერესებში არ შედის.