გავაგრძელებთ ძალიან მიზანმიმართულად მუშაობას იმისთვის, რომ ევროპული სანქციებიც ამოქმედდეს ივანიშვილზე, მის გარემოცვაზე, პროპაგანდისტებზე, მოძალადეებზე, გამტაცებლებზე და ოჯახის წევრებზე - ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ განაცხადა.
“ვისაუბრებთ ისევ და ისევ იმ გამოსავალზე, რომელიც აერთიანებს საზოგადოების უდიდეს ნაწილს. ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი, თავისუფალი, საპარლამენტო არჩევნები. გავაგრძელებთ ძალიან მიზანმიმართულად მუშაობას იმისთვის, რომ ევროპული სანქციებიც ამოქმედდეს ივანიშვილზე, მის გარემოცვაზე, პროპაგანდისტებზე, მოძალადეებზე, გამტაცებლებზე და ოჯახის წევრებზე მათ შორის, იმისთვის, რომ მათ მარტივად თავი ვერ აარიდონ აღნიშნულ სანქციებს, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსანსახურის ცნობით, თინა ბოკუჩავა ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა.