უკრაინული მედიის ცნობით, 10 ივნისის ღამეს კიევზე რუსეთის მიერ მასშტაბური საჰაერო თავდასხმა განხორციელდა.
ქალაქის შვიდ რაიონში ხანძარი გაჩნდა, საცხოვრებელი შენობები დაზიანდა, ოთხი ადამიანი დაშავდა, ასევე დაიწვა ავტომობილები.
ოკუპანტებმა თავდასხმისას დრონები და რაკეტები გამოიყენეს.
„წინასწარი მონაცემებით, დედაქალაქის დესნიანის რაიონში დრონი ჩამოვარდა. ადგილისკენ სასწრაფო დახმარების სამსახურები მიემართებიან,“ - განაცხადა კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ.
მოგვაინებით, კიევის სამხედრო ადმინსიტრაციის ხელმძღვანელმა ტიმურ ტკაჩენკომ განაცხადა, რომ რუსეთის იერიშს ხანძარი მოჰყვა უკრაინის დედაქალაქის დესნიანსის, ობოლონის, შევჩენკოს, დარნიცისა და გოლოსეევის რაიონებში.
მის ინფორმაციით, ხანძარი გაჩნდა რამდენიმე საცხოვრებელ სახლში, ასევე დაფიქსირდა დრონების ნამსხვრევების ცვენა.
კიევში საჰაერო განგაშის ხმა 5 საათს გაგრძელდა.