ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი ტრამპს შეურაცხყოფს და ამავდროულად კომუნისტურ ჩინეთს ადიდებს - ასე ეხმიანება კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებას.
კობახიძემ განაცხადა, რომ ჩინეთი მისაბაძი ზესახელმწიფოა, რომელიც ფოკუსირებულია პროგრესზე, მოდერნიზაციასა და ეკონომიკურ განვითარებაზე.
"ანტიამერიკული “ქართული ოცნების” რეჟიმი პრეზიდენტ ტრამპს შეურაცხყოფს და ამავდროულად კომუნისტურ ჩინეთს ადიდებს. უბრალოდ მათ მოუსმინეთ და მათ ქმედებებს შეხედეთ. ისინი ქვეყანას ჩინეთზე ჰყიდიან და ამერიკას მათ ქვეყანაში და რეგიონში ყველა ბიზნესისგან და ვაჭრობისგან ბლოკავენ. “MEGOBARI” [აქტი] უკიდურესად საჭიროა!” - წერს უილსონი.