მივეჩვიეთ, რომ ერთი და იგივე მოვლენების შეფასება ხდება სხვადასხვაგვარად და საქართველოსთან მიმართებაში რაც დრამატულად და ტრაგიკულად ჩანს, ის ძალიან ჩვეულებრივია და „დემოკრატიის“ დასაცავად კეთდება ევროკავშირში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
„ასე იყო, როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით გამჭვირვალობის კანონზე და იგივე ტიპის საკანონმდებლო აქტი განიხილებოდა ევროპარლამენტში და ამას მთელი ახსნა-განმარტებითი ბარათიც ახლდა, რომ ეს საჭირო იყო ევროპული დემოკრატიის დასაცავად, საჭირო იყო ევროპელი მოქალაქეების ინფორმირებისთვის, მათი უფლებებისთვის, მაშინ როდესაც გვახსოვს როგორ მოინათლა გამჭვირვალობის კანონი საქართველოში და პროცესების საფუძველი გახდა.
უფრო ფართო ჭრილში თუ შევხედავთ, ესეც ალბათ ერთგვარი მიზეზი იყო და არის, როდესაც დაგეგმილია კონკრეტული ქმედებები კონკრეტულ ქვეყანასთან, საქართველოსთან მიმართებაში და დაგეგმილია კონკრეტული რეაქციები და რეაგირება, თუკი ეს ქვეყანა არ მოიქცევა ისე, როგორც საჭიროა.
დღეს ალბათ ბევრი კითხვა აღარ არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ინტერესები არსებობდა ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში კონკრეტული აქტორების მხრიდან. იყო ჩვენი კრიტიკა, როდესაც ვსაუბრობდით გლობალურ ომის პარტიაზე და ასე ვფუთავდით იმ მოძრაობას, რომელიც ხდებოდა ჩვენი ქვეყნის და მისი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. ეს იყო მცდელობა, რომ კონკრეტული ქვეყნებისკენ ხელი არ გაგვეშვირა და არ გაგვემძაფრებინა ეს ისედაც რთული ვითარება და ამგვარად მიგვეწოდებინა ის რთული გამოწვევა , რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე იდგა.
ეს საფრთხე და ინტერესი ნამდვილად არსებობდა საქართველოსთან მიმართებაში და ერთგვარი ინერციით გრძელდება ეს დამოკიდებულება, ეს ორმაგი სტანდარტიც ამაში ჯდება. ასე არის საჭირო, რომ საქართველო უნდა გააკრიტიკონ, უნდა იყოს რაღაც მიზეზი იმისთვის, რომ გავაკრიტიკოთ და ეს არის თურმე დემოკრატიული უკუსვლა.
რაც ხდებოდა ევროპარლამენტში ცოტა კომიკურია ეს ყველაფერი და ძალიან რთულია სერიოზულად უყურო და დრო დახარჯო ამაზე. ვხედავდით, რომ ჰყავთ ადამიანები მიწვეული, რომლებსაც არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვთ, არც მანდატი, ისიც არავინ იცის რამდენი ადამიანი დაუჭერდა ამ ადამიანს მხარს ევროპარლამენტში რომ გამოდის და ქართველი ხალხის სახელით საუბრობს. დემოკრატიაზე საუბრობენ და აკრიტიკებენ ხელისუფლებას, რომლის უკანაც ქართველი ამომრჩევლის 54% დგას. საუბრობენ ქართველ ხალხზე და მათი უფლებების დაცვაზე. ძალიან სამწუხაროდ ამ ყველაფერზე