საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ „უახლოეს რამდენიმე დღეში“ გადაწყვეტს, გაამკაცრებს თუ არა საფრანგეთი თავის პოზიციას ისრაელის მიმართ და გადადგამს თუ არა კონკრეტულ ნაბიჯებს ღაზაში ომის საკითხთან დაკავშირებით. იუწყება ისრაელის მედია.
მაკრონმა, შესაძლოა, პალესტინის სახელმწიფო აღიაროს გაერო-ს კონფერენციაზე, რომელსაც საფრანგეთი საუდის არაბეთთან ერთად ამ თვის ბოლოს უმასპინძლებს.