საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობაზე გიორგი გვარაკიძე დაინიშნა, ის გენერალური პროკურორის მოვალეობას შეასრულებს.
ინფორმაცია თავდაპირველად სამთავრობო მედია იმედმა გაავრცელა, აღნიშნული ტაბულას პროკურატურაშიც დაუდასტურეს.
გვარაკიძე თბილისის პროკურორად 2025 წლის 13 მაისს დაინიშნა.
თბილისის პროკურორად დანიშვნამდე კი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სპეციალურ საქმეთა გამოძიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
4 ივნისს ცნობილი გახდა, რომ გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გაბიტაშვილმა, რომელიც გაერთიანებული სამეფოს მიერ არის დასანქცირებული, თანამდებობა დატოვა.
შალვა პაპუაშვილმა ის გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარადგინა. გენერალური აუდიტორი ცოტნე ყავლაშვილი კი, კობახიძის ბრძანებით, ივანიშვილის ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის მოადგილედ დაინიშნა.