უკრაინამ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრამდე. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
„რუსები ცეცხლის შეწყვეტისთვის მზად არ არიან. სულ მცირე, ამ დონის დელეგაციები ამის გადასაწყვეტად მზად არ არიან. და ისინი ფიქრობენ, რომ ეს ლიდერების საკითხია. მათ თავად გვითხრეს ამის შესახებ: „ცეცხლის შეწყვეტის საკითხი სხვა დონეზეა“. ჩვენ ვთავაზობთ და ვფიქრობ, ჩვენი პარტნიორები მხარს დაგვიჭერენ. ჩემი პირადი აზრი ასეთია: პირველ რიგში - ჩვენ მზად ვართ შეხვედრისთვის დაუყოვნებლივ, შეხვედრა რუსების არჩევანია: სტამბოლი, ვატიკანი, შვეიცარია - ეს ყველაფერი არის. ჩვენ ვთავაზობთ შეხვედრას ორშაბათიდან ნებისმიერ დღეს“, - თქვა მან.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა იმედოვნებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მხარს დაუჭერს ამ იდეას.
„დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი ერდოღანი მხარს დაუჭერს ამას, რადგან ჩვენი საუბრის დროს მან თქვა, რომ მას სურს ოთხი ადამიანის შეხვედრის ორგანიზება: პრეზიდენტი ერდოღანი, პრეზიდენტი ტრამპი, მე და პუტინი. ჩვენ მზად ვართ ასეთი შეხვედრისთვის ნებისმიერ დღეს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.