თუ აღმოჩნდება, რომ გარეგინ II-მ მართლაც დაარღვია უქორწინობის აღთქმა და შვილი ჰყავს, ის ვერ იქნება ყოველთა სომეხთა კათოლიკოსი. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა Facebook-ის გვერდზე დაწერა. იუწყება სომხური მედია.
„ამას ვაცხადებ ყველას პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებისადმი სრული პატივისცემით, მაგრამ ყოველთა სომეხთა კათოლიკოსს არ შეუძლია ასეთი პირადი ცხოვრება ჰქონდეს.
ამ საკითხს სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მიმდევარი ვსვამ, რადგან სულიერი უსაფრთხოების საკითხს ვხედავ და ამაზე სომხეთის პრემიერ-მინისტრის რანგში ვსაუბრობ, რადგან სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხს ვხედავ. წმინდა ეჩმიაძინის მთავარმა საკათედრო ტაძარმა ამ ვითარებასთან დაკავშირებით პოზიცია უნდა დაიკავოს, რის შემდეგაც საკითხის დამატებითი განმარტება მოხდება,“ - აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.