გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი მომავალ კვირას ვაშინგტონს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა, სადაც აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდება. გერმანიის კანცლერის რანგში მერცისთვის ეს პირველი შეხვედრა იქნება აშშ-ს პრეზიდენტთან.
ინფორმაციას Bloomberg გერმანიის მთავრობის წარმომადგენელ სტეფან კორნელიუსზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, მოლაპარაკებების დროს ლიდერების მთავარი ყურადღება გამახვილდება რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომზე, ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასა და სავაჭრო პოლიტიკაზე.
გამოცემა აღნიშნავს, რომ მერცს ექნება შესაძლებლობა, თავისი პოზიცია ტრამპს გადასცეს, მისი წინამორბედის, ოლაფ შოლცისგან განსხვავებით, რომელსაც თეთრ სახლში მოწვევა არ მიუღია მას შემდეგ, რაც ღიად დაუჭირა მხარი აშშ-ის წინა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატს - კამალა ჰარისს.