შაბათს, 31 მაისს, დასავლეთ გერმანიაში მსუბუქძრავიანი თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლს დაეჯახა. ორი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას DPA პოლიციის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტრაგედია დიუსელდორფის დასავლეთით, ქალაქ კორშენბროიხში მოხდა. სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, ერთ-ერთი მსხვერპლი თვითმფრინავის პილოტი იყო. თვითმფრინავი კერძო სახლს დაეჯახა, სადაც ხანძარი გაჩნდა.
გაზეთ Bild-ის ცნობით, ჩამოვარდნამდე ცოტა ხნით ადრე პილოტმა დისპეტჩერები ძრავის პრობლემების შესახებ გააფრთხილა და უახლოეს აეროდრომზე საგანგებო დაშვება მოითხოვა.
როგორც გაზეთი Rheinische Post-ი, წერს, მსგავსი ტრაგედია მარტშიც მოხდა იმავე ფედერალურ მიწაზე, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში. მაშინ მსუბუქი თვითმფრინავი პლეტენბერგის ქალაქში საცხოვრებელი კორპუსის ბაღში ჩავარდა.