აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გაკვირვებულია რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე საჰაერო თავდასხმებით, იმ დროს, როდესაც ორივე ქვეყნის დელეგაციებმა უნდა აწარმოონ სამშვიდობო მოლაპარაკებები.
„მე ისეთი რამ ვნახე, რამაც ძალიან გამაკვირვა. რაკეტებით ისეთი ქალაქები დაბომბეს, როგორიცაა კიევი, მოლაპარაკებების დროს, რომელიც, ჩემი აზრით, დასრულებასთან ახლოს იყო“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპის თქმით, „ჩვენ თითქმის მოვაგვარეთ პრობლემა“, თუმცა რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე რაკეტები ისროლა, რამაც მსხვერპლი გამოიწვია.
„მე ვნახე ისეთი რამ, რამაც გამაკვირვა. და მე არ მომწონს, როდესაც მაკვირვებენ. ამიტომ, ძალიან იმედგაცრუებული ვარ“, - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.
ტრამპმა განაცხადა, რომ ბოლო კვირის განმავლობაში რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში სულ მცირე 5 000 ადამიანი დაიღუპა.
„მათი უმეტესობა ჯარისკაცი იყო, ასევე ის ადამიანები, რომლებიც უკრაინის მასშტაბით პატარა ქალაქებში ცხოვრობდნენ. მინდა, რომ ეს შეწყდეს - აღნიშნა აშშ-ისპრეზიდენტმა.