გასულ ღამეს, რუსეთმა უკრაინას 107 დრონით და 5 რაკეტით შეუტია.
უკრაინის საჰაერო ძალების თანახმად, ჩამოგდებულია 69 დრონი, მათი ნაწილი კოლაციურად დაიკარგა. ასევე განადგურებულისა სამი რაკეტა. 13-მა საჰაერო საშუალებამ მიზანს მიაღწია ხარკოვისა და სუმის ოლქებში. ასევე ზაპოროჟიეს რეგიონში საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიღუპა 9 წლის ბავშვი. ზაპორიჟიესს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ივან ფიოდოროვის ცნობით, მტრის ცეცხლის ქვეშ მოექცა ფრონტის ხაზთან მდებარე პოლოგოვის რაიონის ერთ-ერთი სოფელი.